Thursday, 17 July 2014

მოდული 3

                                              კავშირები

ამ მოდულში, მას შემდეგ, რაც ჩვენი პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების ფორმების გაზიარების შესაძლებლობა გვქონდა, განვსაზღვრეთ, როგორ მოვახერხებთ  სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას. შემდეგ გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე, განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი  თემის ფარგლებში.

No comments:

Post a Comment