Thursday, 17 July 2014

მოდული8

ამ მოდულში მე და ჩემმა კოლეგებმა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები წარმოვადგინეთ. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია  კოლეგებისთვის.

მოდული 7

ამ მოდულის ფარგლებში დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,შევავსეთ ყველა ცარიელი გრაფა და მოვამზადეთ პუბლიკაციისთვის.

მოდული 5

          
    ამ მოდულში გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს,   გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

მოდული 6

           დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
წინა მოდულებში ჩვენ მოსწავლის როლი მოვირგეთ, რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგემზადებინათ; შემდეგ კი მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდით და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. მომდევნო აქტივობებში ჩვენ  წყვილებში ან ჯგუფებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. მიღებული შედეგები დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.

მოდული 3

                                              კავშირები

ამ მოდულში, მას შემდეგ, რაც ჩვენი პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების ფორმების გაზიარების შესაძლებლობა გვქონდა, განვსაზღვრეთ, როგორ მოვახერხებთ  სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას. შემდეგ გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე, განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი  თემის ფარგლებში.

მოდული 4

                    სასწავლო ნიმუშების შექმნა

ამ მოდულის ფარგლებში ვიმსჯელეთ,თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს.განვიხილავთ,თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.

აგრეთვე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის,პუბლიკაციის ნიმუშებს კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.შექმნილ სასწავლო ნიმუშებს შევაფასებთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.

Thursday, 10 July 2014

მოდული2

აქტივობა 1: სატანდარტების გათვალისწინებით
პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის გადავხედე სტანდარტებს და განვსაზღვრე,საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება მსურს თემის ფარგლევში.


აქტივობა 2:მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას
შევადგინე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
პრეზენტაცია შევქმენი Power Point-ში და შევქმენი ბლოგი.

მოდული1

1.ინტერნეტში მოვძებნე სახელმძღვანელო ,,პროექტებით სწავლება“,რომელის შინაარსი  მოდულების მიხედვით იყო გაწერილი ;
2.გავხსენი ახალი ფაილი,რომელშიც მოვათავსე 6 დასათაურებული ფაილი:კურსის რესურსები,
მოსწავლის ნიმუში,სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის დამხმარე,სურათები-აუდიო-ვიდეო(მასში მოვათავსე საავტორო უფლებები),შეფასებები.
კურსის რესურსში მოვათავსე ვორდის 4 ფაილი,რომელიც  გადმოვწერე და ოდნავ შევცვალე :

21-საუკუნის უნარ-ჩვევები,პორტფოლიოს ჩეკლისტი,პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი ,
 რუბრიკების პორტფოლიო.


სასწავლო პროექტის გეგმაში მოვათავსე პროექტის გეგმის ნიმუში
,საწავლო პროექტის დამხმარეში კი მოვათავსე ბუკლეტი პროექტებით სწავლება.