პროექტებით სწავლება
Friday, 30 June 2017
Thursday, 17 July 2014
მოდული 7
ამ მოდულის ფარგლებში დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,შევავსეთ ყველა ცარიელი გრაფა და მოვამზადეთ პუბლიკაციისთვის.
მოდული 5
ამ მოდულში გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს, გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
მოდული 6
დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
წინა მოდულებში ჩვენ მოსწავლის როლი მოვირგეთ, რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგემზადებინათ; შემდეგ კი მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდით და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. მომდევნო აქტივობებში ჩვენ წყვილებში ან ჯგუფებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. მიღებული შედეგები დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.
მოდული 3
კავშირები
ამ მოდულში, მას შემდეგ, რაც ჩვენი პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების ფორმების გაზიარების შესაძლებლობა გვქონდა, განვსაზღვრეთ, როგორ მოვახერხებთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას. შემდეგ გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე, განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში.
მოდული 4
სასწავლო ნიმუშების შექმნა
ამ მოდულის ფარგლებში ვიმსჯელეთ,თუ როგორ გამოვიყენებთ
ჩვენს თემაში ინტერნეტს.განვიხილავთ,თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის
უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.
აგრეთვე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის,პუბლიკაციის
ნიმუშებს კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.შექმნილ სასწავლო ნიმუშებს შევაფასებთ პორტფოლიოს
რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
Subscribe to:
Posts (Atom)